კანის 78-ე კინოფესტივალის გამარჯვებული დასახელდა. „ოქროს პალმის რტო“ ირანელი რეჟისორის, ჯაფარ პანაჰის ფილმს „უბრალო შემთხვევითობა“ მიენიჭა.
გრან-პრი დანიელი რეჟისორის, იოაკიმ ტრიერის ფილმს, „სენტიმენტალური ღირებულება“ ერგო.
პრიზი „საუკეთესო რეჟისურისთვის“ ბრაზილიელ კლებერნე დონსადილიოს გადაეცა, კინოსურათისთვის, „საიდუმლო აგენტი“. „საუკეთესო ქალი მსახიობი“ კი ნადია მელიტი გახდა ფილმში, „უმცროსი და“ მონაწილეობისთვის.
ცნობისთვის, 2025 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 22 ფილმი გახლდათ წარდგენილი.
79 წლის ჰელენ მირენი 400 კარატიან უძვირფასეს სამკაულში „კანის კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე
შავი გედი თეთრებში – ნაომი კემპბელის ეფექტი „კანის კინოფესტივალის” წითელ ხალიჩაზე

