LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება – პაატა იმნაძე

213
a91585-big

“თუ შენ დადასტურებულთან კონტაქტი ხარ, მაშინ გიწევს 12-დღიანი კარანტინი ჩვენი კანონებით, ხოლო თუ შენ უბრალოდ შემოდიხარ ქვეყანაში, მაშინ გიწევს ის 8- დღიანი კარანტინი”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

იმნაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 14-დღიანი საკარანტინო ვადა არ უნდა შეიცვალოს.

„არასწორად იქნა გაგებული, ჩვენ ეს კარანტინი გვაქვს 8- დღიანი და მეთორმეტე დღეს კიდევ გადამოწმება ქვეყანაში შემოსული ადამიანებისთვის. ხოლო, ვინც დაავადებულის უშუალო კონტაქტია მათთვის არაფერი არ შეცვლილა, 14 დღე არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მეთორმეტე დღეს გატესტვა ამ ადამიანებისთვის. ანუ, მეცამეტე დღეს ვუშვებთ კარანტინიდან.

ჩვენი მიდგომა ჯერჯერობით აბსოლუტურად ამართლებს, ანუ განსხვავება იმაშია, რომ თუ შენ დადასტურებულთან კონტაქტი ხარ, მაშინ გიწევს 12-დღიანი კარანტინი ჩვენი კანონებით, ხოლო თუ შენ უბრალოდ შემოდიხარ ქვეყანაში, მაშინ გიწევს ის 8- დღიანი კარანტინი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

კარანტინის პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა.

როგორც აღნიშნა, რომ 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით 14-დღიანი კარანტინი უნდა შენარჩუნდეს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რეკომენდაცია ემყარება ვირუსის ინკუბაციური პერიოდისა და გადაცემის მეცნიერულ ახსნას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g