კარდაშიანების ოჯახის ყველაზე სკანდალური წევრი კიმ კარდაშიანი, რომელიც ძალიან ღელავდა, ოჯახის სხვა წევრებს მისი პოპულარობა არ დაეჩრდილათ, საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ უმჯობესია, არ შეუშალოს ხელი საკუთარი დების – კენდალისა და კაილი ჯენერების პოპულარობას. კიმ კარდაშიანმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სიყვარული დების და ოჯახის სხვა წევრების მიმართ საჯაროდ გამოხატოს, ჟურნალის გარეკანზე იგი დებთან – კაილისთან, კენდალთან, კორტნისთან, ქლოეთან და დედასთან – კრის ჯენერთან ერთად გამოჩნდა.
კარდაშიანების საერთო ფოტო Cosmopolitan-ის ნოემბრის ნომრის გარეკანზე დაიბეჭდება. 2011 წლის შემდეგ ეს პირველი ფოტო იქნება, სადაც ოჯახი სრული შემადგენლობით გადაიღეს.