“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი, ამ არჩევანს წლების განმავლობაში ადასტურებენ ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა გამოკითხვის საშუალებით.” – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებისთვის სამთავრობო გეგმის წარდენის დროს.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ყველა ფორმატში, ალიანსის სრულფასოვან წევრობამდე, საქართველოს ნებისმიერი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება.
“ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ფასეულობებზე დაფუძნებული არჩევანი. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ვთქვათ, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მიმართულება, არჩევანი არის შეუქცევადი.
ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ყველა ფორმატში, ალიანსის სრულფასოვან წევრობამდე ეს იქნება საქართველოს ნებისმიერი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ვგულისხმობ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ თანამშრომლობაში საქართველომ შეიძინოს სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა სხვადასხვა განზომილებაში. დღეისთვის ასეთი აქტუალური განზომილება გახლავთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ქვეყნის ფუნქცია უსაფრთხოების განზომილებაში, ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურაში.” – აღნიშნა გახარიამ.
ნახეთ, ვრცლად გიორგი გახარიას გამოსვლის ძირითადი აქცენტები:
დღეს სახელმწიფოს გამოწვევა და პრობლემა სიღარიბეა, უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები – გახარია
ქუთაისის უნივერსიტეტი ევროპაშიც კი, კერძო ინვესტიციების საუკეთესო მაგალითია – პრემიერობის კანდიდატი