LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქსიმალურ ხარჯებს მივმართავთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის: მთავრობა 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს

80
FORTUNA.GE- (2)

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

გიორგი გახარიამ სხვადასხვა საკითხზე საუბრის დროს, ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურის განახლებაზე და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად:

“ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურის ფონდები არის უაღრესად მოძველებული და ეს თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის. ეს არის წყალმომარაგება, წყალარინება, გზები, ჩვენი შვილების სკოლები, ბაღები და ა.შ.

ყველა ეს ფონდი არის ძალიან მოძველებული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხარჯები მივმართოთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, რამეთუ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი.

ყველაფერთან ერთად ეს არის ეკონომიკის ზრდის და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ხარჯვითი ნაწილი, განსაკუთრებით, კრიზისში.” – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გეგმავს, მომავალი 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარი დახარჯოს კაპიტალურ ინფრასტრუქტურაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g