ანიტა რაჭველიშვილი საკუთარ გვერდზე კონცერტის შესახებ ინფორმაციას აანონსებს.
როგორც რაჭველიშვილი წერს, 27 თებერვალს დაიგეგმა კონცერტი ბილბაოს ოპერაში, სადაც მაესტრო ვინჩენცო სკალერასთან ერთად მეცოსოპრანო კამერულ მუსიკას და ცნობილ არიებს შეასრულებს.
“ძვირფასო მეგობრებო! კარგი ამბავი მაქვს!
27 თებერვალს დაიგეგმა კონცერტი ბილბაოს ოპერაში მაესტრო ვინჩენცო სკალერასთან ერთად! ძალიან გახარებული ვარ! ვინც შეძლებთ ჩამოსვლას და ესპანეთში ცხოვრობთ ყველას გელოდებით. შევასრულებთ კამერულ მუსიკას და ცნობილ არიებს”-წერს ანიტა რაჭველიშვილი.
