LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგი ბიჭი გაგზარდე, სამშობლოს მოყვარული და ამაყი ვარ შენით, კარგად იქნები.. მე ლოცვის მეტი არაფერი შემიძლია“ – საბა სხვიტარიძის ბებიის მიმართვა შვილიშვილს

173
ნატალია ყიფშიძე (7)

საპროტესტო აქციებზე დაკავებულ საბა სხვიტარიძეს ბებია ვიდეოს საშუალებით მიმართავს. მის კომენტარს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„ბებო კარგად იყავი, ჯანმრთელად იყავი, კარგი ბიჭი გაგზარდე, სამშობლოს მოყვარული, ყველას მოყვარული, მე ამაყი ვარ შენით, კარგად ვიქნები და რომ გამოხვალ კარგად დაგხვდები. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ყველას გაგვიხარდება. ყველა პატიმრის ოჯახს ვუსურვებ მალე გაიხარონ თავიანთი შვილების გათავისუფლებით. მე ლოცვის მეტი არაფერი შემიძლია“, – ამბობს საბა სხვიტარიძის ბებია.

„4-მა კარგად ნავარჯიშებმა ზონდერმა დაიწყო ჩემი ცემა… მირტყამდნენ თავში და გვერდებში, ნახევრად გათიშული ვიყავი, ცდილობდნენ ხელის მოტეხას… პერიოდულად გონებას ვკარგავდი“ – საბა სხვიტარიძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g