LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა სოციალურ ქსელებში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად“ – სოზარ სუბარი

125
ing-1-2023-10-06_15-45-13_246230

„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელებში რეგულაციების შემოღების ინიციატივით გამოდის.

მისი თქმით, თანამედროვე ეპოქაში ტელევიზიასა და რადიოსთან შედარებით, საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით დიდი გავლენა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას აქვს.

„დღეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, ბეჭდვითი მედია.

სოცქსელები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g