„კარგი იქნება, რომ მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვამბობ ხოლმე,“ – ამ განცხადებით შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ სავარაუდო ფარული მოსმენების ჩანაწერებზე დასმულ შეკითხვაზე იუმორით უპასუხა.
„კარგი იქნება, რომ მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვამბობ ხოლმე… ფურცელი წაიკითხა დოკუმენტად… მე როგორ დავადასტურო, რომ ნამდვილია. ალბათ, შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ, თუ გამოსაძიებელია… არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ,“ – თქვა მინისტრმა.
