LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი იქნება, თუ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდება: ივანე ჩხაიძე

50
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. მისივე თქმით, მიუხედავად ამ მოსაზრებისა, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშიებით იმუნიზაციის საბჭოს ჯერ არ მიუღია.

„ჩვენ იმუნიზაციის საბჭოს სხდომებზე ამ საკითხზე მსჯელობა გვქონდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ადამიანების ორი ჯგუფი არის  პრიორიტეტული, ეს არის – პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი.

სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს და, ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება განათლების სექტორში – მასწავლებლები მოსწავლეებს ვაქცინირებულები დახვდებიან, არამხოლოდ მასწავლებლები, არამედ ყველა, ვინც განათლების პროცესში მონაწილეობას იღებს.

ჯერჯერობით ეს ორი სფეროა, თუმცა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იქნება თუ არა სავალდებულო, მიღებული არაა,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ვისაც ვაქცინის პირველ დოზაზე სერიოზული გვერდითი რეაქცია დაუდასტურდება, მეორედ სხვა ვაქცინის გაკეთებას შეძლებს: ივანე ჩხაიძე

magti 5g