LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგი შვილები ყოველთვის ვცდილობთ, გულში ჩავიკრათ დედიკოები. შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა როგორიც დედობა“ – გივიკო დიდია

124
Capture

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში დედებზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დედებს ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ტკივილი დამალონ შვილებთან და გადაფარონ სხვა უკეთესი რაღაცეებით. ფიქრობენ, რომ შვილები ვერ ამჩნევენ, რომ არ არიან კარგად, რომ არ არიან ბედნიერი. ფიქრობენ, რომ ვერ ამჩნევენ შვილები, რა მწარეა მონატრება მამის, “მეუღლის” და ამის გამო როგორი შებოჭილები არიან ხშირად უსუსურობისგან . ჰგონიათ, რომ სახლის დალაგებით, სამზარეულოში სადილის კეთებით, შენი ტანსაცმლის გარეცხვით და მოწესრიგებით შეძლებენ გადაფარვას, მაგრამ ეს ყოველ ჯერზე განწირული ქმედებაა. შვილებს ყნოსვა აქვთ განვითარებული ბედნიერების მიმართ. ჩვენ მას ვგრძნობთ. ვიცით როდის გტკივათ და გიხარიათ. კარგი შვილები ყოველთვის ვცდილობთ, გულში ჩავიკრათ დედიკოები. შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა როგორიც დედობა.

პ.ს გეფერებით ყველა დედას. ძალიან მინდა, რომ კარგად იყოთ. იყავით თქვენი შვილებით გახარებული და რაც მთავარია, ღვთის წყალობა და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ. ყოველი დღე თქვენია“, – წერს გივიკო დიდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g