“კარგია, გახდება, ცოტა იქნებ ტვინზეც მოშორდეს ის ქონი და იქნებ რამე შეიგნოს.” – ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ტელეკომპანია “იმედში” ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობაზე საუბრის დროს განაცხადა.
დოლიძე აცხადებს, რომ არც “ქართული ოცნება” და არც საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ სააკაშვილი “ასე ადგეს და წავიდეს მარილზე”:
“მე რომ ვიცი, როგორი ჭამა უყვარს მიშიკოს, მე რომ ვიცი როგორ ჭამს, აი, როგორ არ მჯერა, აი თაფლიანი წყალი… თაფლიან წყალზე კი არა, ბრეგი 40 დღე მარტო წყალზე იყო.
კარგია, გახდება, ცოტა იქნებ ტვინზეც მოშორდეს ის ქონი და იქნებ რამე შეიგნოს. არაფერიც არ მოუვა, აი, როგორც კი მოუჭერს, აქაც გაირჭობს, ვენაშიც შეუშვებს ვიტამინებს და კარგადაც იქნება და, სხვათა შორის, არც “ქართული ოცნება” და არც ქართველი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ეს ასე ადგეს და წავიდეს მარილზე – ეს გამორიცხულია.
ამიტომ მიშიკო, გენაცვალე, ჭამე, სვი, 6 წელი გემრიელად იყავი 5-ვარსკვლავიან ციხეში, ეს აღარ არის შენი ციხე, ხომ მიხვდი, რომ აღარ არის შენი ციხე, ამიტომ ხანდახან იქიდან გამოიშვირე ხელები და ადექი და დაიწყე ჭამა.” – განაცხადა დოლიძემ.
რეჟისორი გუშინდელ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დარწმუნებული იყო, შემაჯამებელ შეკრებაზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდოდა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ვეღარასდროს გაიმარჯვებს:
“აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდოდა და დასავლეთიდანაც ჩამოვიდოდა.
იცით, რატომ წააგებენ აუცილებლად “ნაცები”? იმიტომ, რომ მათ არ უყვართ თავისი ხალხი, ამდენი, 100 ათასობით ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა, არც ერთი არ უყვართ… ამიტომ არის ეს არანორმალურად დესტრუქციული ძალა, ამიტომ ვერ გაიმარჯვებენ ვერასდროს.
მორჩა, წასულია მაგათი 2012 წლის აჟიოტაჟი, ეს, ის, სოროსი-მოროსი… მორჩა, ეს დრო, წავიდა. სოროსმა 7 000-ჯერ კიდევ რომ გადაინერგოს 12 წლის ბიჭის გული და რასაც აკეთებს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, აღარ მოხდება საქართველოს სოროსიზაცია.” – განაცხადა დოლიძემ.