LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიარაღებული ადამიანი იყო, რადგან ყველა ხედავს, რომ ასეთი მოძალადეებისგან მხოლოდ შეიარაღება იცავს“ – სანდრო რაქვიაშვილი

182
სანდრო რაქვიაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, „კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიარაღებული ადამიანი იყო, რადგან ყველა ხედავს, რომ ასეთი მოძალადეებისგან მხოლოდ შეიარაღება იცავს“.

მისი თქმით, თუ მთავრობას მოქალაქეები არ აკონტროლებენ, მას შეუძლია, იძალადოს პოლიტიკურ ოპონენტებზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ სისუსტისა და აგონიის მანიშნებელია“ – მიხეილ სააკაშვილი

ვიდეო: „100-მდე შეიარაღებულმა „ტიტუშკამ“ დალეწა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი და ცდილობდნენ შიგნით შემოჭრას, სადაც ვიყავი არასრულწლოვან შვილთან ერთად“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ

„თუ ეს ძალადობა უბრალოდ გაგრძელდება მთელი იმ სიძულვილის კამპანიით, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ მოდის და, რომელიც, საბოლოო ჯამში, მიმართულია, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს პოლარიზაცია და ამ პოლარიზაციის ზრდაში, როგორც ჩანს, ხედავენ „ქართულ ოცნებაში“ გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობას. კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იყო შეიარაღებული ადამიანი, მე მგონი ყველა მოქალაქე ხედავს, რომ მხოლოდ შეიარაღება იცავს ასეთი მოძალადეებისგან, მით უმეტეს, როცა ამ მოძალადეების უკან მთავრობა დგას. მე არ მჯერა, რომ დიტო სამხარაძეს იმუნიტეტს მოუხსნიან და დაიწყება მისი სათანადო გამოძიება. მაგრამ იმედია, ეს მაგალითები გააგებინებს ჩვენ მოქალაქეებს, რომ მთავრობა უნდა ჰყავდეს მოქალაქეს კონტროლის ქვეშ. თუ მთავრობას მოქალაქეები არ აკონტროლებენ, მას შეუძლია ასეთი რაღაცები გააკეთოს, ასე იძალადოს პოლიტიკურ ოპონენტებზე და თუ დეპუტატები და პოლიტიკური პარტიები არიან ძალადობის მსხვერპლები, მაშინ რიგითი მოქალაქე კიდევ უფრო დაუცველია და ეს არის მთავარი, რაც უნდა გამოიტანოს ამომრჩეველმა და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g