სოციალურ ქსელში ირაკლი ჩანქსელიანი თავს გადახდენილი ამბის შესახებ წერს და აღნიშნავს, როგორ დაეხმარა სახელმწიფო, როცა სახლისკენ მიმავალს საბურავი დაეშვა კომენდანტის საათამდე ოცი წუთით ადრე.
“კარგიც ხომ უნდა ითქვას?
21:40 ზე დაახლოებით დამეშვა საბურავი დიღმის ხიდებზე, სანამ მოვხსენი, უკვე 22:00 ხდებოდა, დავრეკე 144-ში და 22:30 მდე მომცეს საშვი.
კი მოვხსენი, მაგრამ ვერ ვუყენებდი სათადარიგოს რაღაცების გამო.
გამიჩერა ამ ჯიგარმა ეკიპაჟმა და მაშინვე დახმარება შემომთავაზეს.
მირჩიეს, რა უნდა მექნა, დამაყენებინეს სათადარიგო საბურავი, მაგრამ ამასობაში მანქანა დაჯდა და ვერ ვქოქავდი.
პერემიჩკები არ მქონდა და მიდი დაჯექიო, წავიდნენ და მოიტანეს, დამაქოქინეს და გამომიშვეს სახლში.
ბევრი მსგავსი ისტორია მომისმენია მაგრამ საკუთარ თავზე რომ გამოცდი, განსაკუთრებით ასწორებს ?
მადლობა ამ ბიჭებს ❤️”