მეფე კარლ მესამე და დედოფალი კონსორტი კამილა პარკერ-ბოულსი კორონაციისთვის ემზადებიან, რომელიც 6 მაისს უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ამ ოფიციალურ ცერემონიამდე ერთი თვით ადრე სამეფო ოჯახმა მეფე კარლისა და კამილას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. ეს გახლავთ მეფე-დედოფლის პირველი ოფიციალური პორტრეტი ახალ ამპლუაში, სადაც ისინი ბედნიერები ჩანან.
როგორ მედია წერს, სწორედ 75 წლის ასაკში არიან ყველაზე ბედნიერები და თავისუფლები მეფე და დედოფალი კონსორტი.
ახალ პორტრეტზე, რომელიც ჰიუგო ბერნარდის მიერ არის გადაღებული, კამილა ლურჯი ფერის კაბაში ბრწყინავს და მის ანსამბლს მარგალიტის სამკაული ამშვენებს.