არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და პროტოკოლით 35 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
შეხვედრის მოდერატორი აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იყო.
მოგვიანებით აშშ-ის საელჩომ საქართველოში მაიკ პომპეოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა.
„სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“უფლებები საქართველოს” წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა იყო სასამართლოში არსებული პრობლემა.
“იყო ზოგადი ხასიათის შეკითხვები და ჩვენ ჩვენი ინფორმაცია, ცოდნა და შეხედულებები მივაწოდეთ. ძირითადი ფოკუსი მაინც სასამართლოზე იყო. შეხვედრის თემა იყო კანონის უზენაესობა და სასამართლო ხელისუფლება. არ შევხებივართ უმცირესობების უფლებებს, პატიმრების უფლებების და ა.შ. სულ ნახევარი საათი იყო შეხვედრა. ვესწრებოდით 6 არასამართავრობო ორგანიზაცია.
რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, კარტოგრაფების საქმე და ანაკლიის პორტის საკითხი დაისვა როგორც მაგალითი, თუ როგორ ვერ დაიჭირა სასამართლომ ნეიტრალური პოზიცია”, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მაიკ პომპეოსთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ განუხილავთ.
„ძალიან ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით, კერძოდ საარჩევნო დავებზე, თუ როგორ იქცევა სასამართლო ხშირად მიკერძოებულად. მისი მხრიდან იყო შეკითხვები სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი საუბრის თემა იყო სასამართლო. მე პირადად ვთქვი, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩვენ გვქონდა მახინჯი სასამართლო სისტემა და ეს მახინჯი სასამართლო სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ დააკანონა 40-წლიანი პერსპექტივით“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
ცნობისთვის, შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის დროს მხოლოდ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პატრიარქსა და მესამე სექტორს შეხვდა.
მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს მთლიანობისადმი
სალომე ზურაბიშვილი მაიკ პომპეოს: “მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება”
ილია მეორემ მაიკ პომპეო დალოცა: რაზე ისაუბრეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და პატრიარქმა
ოპოზიციამ კი აქცია-პერფომანსი გამართა,სახელწოდებით „გაყალბებულია“.
ფოტო: ოპოზიციის აქცია-პერფორმანსი – რა ხდება რუსთაველზე
არის შემთხვევები, როდესაც დუმილი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს…