LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაშიამ გოლი ვიტესს გაუტანა, გვილია ისევ არ ჩანს

23

ევროპა ლიგაზე მესამე ტური მიილია. ვნახოთ როგორ ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა.

მოსკოვის “ლოკომოტივი” ტირასპოლში “შერიფს” ესტუმრა და დაუზავდა – 1:1. “რკინიგზელთა” შორის შეუცვლელად ითამაშა სოლომონ კვირკველიამ. “ლოკომოტივს” სამი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და ქვეჯგუფს ლიდერობს.

ბორისოვის “ბატემ” საკუთარ მოედანზე გერმანული “კიოლნი” დაამარცხა – 1:0. ვაკო გვილიას განაცხადში არ ყოფილა. ბოლო პერიოდში სულ ასეა. ბელარუსის ჩემპიონს 4 ქულით მესამე პოზიცია უკავია.

მორიგი თამაში წააგო და ისევ გამანაგდურებელი ანგარიშით “ვარდარმა”. მაკედონიის ჩემპიონი ამჯერად სკოპიეში “რეალ სოსიედადთან” შერცხვა – 0:6. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი გაისარჯა ჯაბა ჯიღაური. “ვარდარს” სამი ტურის მერე 0 ქულა აქვს.

არნემის “ვიტესმა” პირველი ქულა მოიპოვა – ჰოლანდიური გუნდი ბელგიაში, “ზულტე ვარეგემთან” დაზავდა (1:1). 90 წუთი იყო მოედანზე გურამ კაშია, რომელმაც 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა, სამწუხაროდ, ქართველმა საკუთარი კარი დალაშქრა. “ვიტესს” 1 ქულით მესამე ადგილი უკავია და პლეი-ოფში გასვლის შანსი თითქმის აღარ აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები