LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაშკაშა ლურჯი კაბა, ჩალის ქუდი და ძვირფასი სამკაულები – ქეით მიდლტონის ბრწყინვალე ლუქი „უიმბლდონზე“

266
ქეით მიდლტონი

უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალი დიდ ბრიტანეთში საზეიმო და ელეგანტური ატმოსფეროთი დასრულდა. ჩემპიონობის ტიტული ამჯერად იტალიელმა ჩოგბურთელმა იანიკ სინერმა მოიპოვა, რომელმაც გულშემატკივრებში დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ფინალურ შეხვედრას სამეფო ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, უელსის პრინცი და პრინცესა თავიანთ უფროს შვილებთან, პრინც ჯორჯთან და პრინცესა შარლოტასთან ერთად გამოჩნდნენ ტრიბუნაზე. საზოგადოების ფავორიტი, პატარა პრინცი ლუი ამჯერად სახლში დარჩა.

ქეით მიდლტონმა სპორტულ ღონისძიებაზე ელეგანტური სტილით მორიგი ტრიუმფი მოიპოვა. მას შერჩეული ჰქონდა კაშკაშა ლურჯი მაქსი კაბა, რომელიც მარცხენა მხარზე ბაფთით იყო გაფორმებული. ლუქს იდეალურად ასრულებდა L.K. Bennett-ის ჩალის ქუდი და კრემისფერი ფეხსაცმელები. პრინცესას ოქროს აქსესუარები ამშვენებდა, მათ შორის „დანიელა დრეიპერის“ ყელსაბამი და მისი საფირმო „კარტიეს“ საათი — პრინცი უილიამის საჩუქარი ქორწინების წლისთავზე, 2014 წელს. პატარა პრინცესა შარლოტა თეთრ კაბაში გამოჩნდა, რომელსაც პატარა ბაფთა ამშვენებდა.

ქეით მიდლტონი მაკრონების პატივსაცემად „დიორის” ულამაზეს ანსამბლში გამოეწყო

ქეით მიდლტონი „ჟივენშის“ წითელ კაბასა და პრინცესა დაიანას ცნობილი ტიარით გალა ვახშამზე

კეტრინის ვარდი – ქეით მიდლტონმა საავადმყოფოს ეზოში ყვავილები დარგო, რადგან ამბობს, რომ ბუნება მას კიბოს დამარცხებაში დაეხმარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g