LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს უმასპინძლებს

133
რობო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, 2-3 დეკემბერს, კასპის ტექნოპარკი ყველაზე მასშტაბურ სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს ConstrucThon 2.0 უმასპინძლებს.

36 საათის განმავლობაში მონაწილეები საკუთარ სტარტაპ იდეებზე იმუშავებენ და სექტორში არსებულ გამოწვევებს შემდეგი მიმართულებებით გადაჭრიან:

  • ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები სამშენებლო მასალების გაუმჯობესების მიმართულებით;
  • ჭკვიანი სახლის სისტემები (IoT, Software-Hardware);
  • ინოვაციური მდგრადი გადაწყვეტილებები მშენებლობაში (ეკო, ენერგოეფექტური სახლები და ა.შ);
  • უსაფრთხოების ინოვაციური სისტემები (მათ შორის, შრომის უსაფრთხოება) სამშენებლო სექტორში;
  • სერვისი (სამშენებლო სამუშაოების მომზადების, მენეჯმენტის, სამშენებლო ტექნიკით და ინვენტარით უზრუნველყოფა, მექანიზაცია, იურიდიული მხარდაჭერა);
  • მონიტორინგის ინოვაციური სისტემები;
  • ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები დეველოპმენტში;
  • ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები არქიტექტურაში.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (16 წლიდან) – სტუდენტებს, ინჟინრებს, პროგრამისტებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს, სტარტაპერებს, მარკეტერებს და სამშენებლო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს.

ჰაკათონი დასრულდება დემო დღით, რომელზეც გამარჯვებული ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან იდეის განხორციელებისთვის 5000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები