LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში ადგილობრივები პოლიციელს დაუპირისპირდნენ – დაკავებულია სამი პირი

168
პოლიცია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ადგილობრივები პოლიციელს დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაპირისპირების დროს, სამართალდამცველი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

უწყების ცნობით, მომხდარზე სამი ადამიანია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g