კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა – „მოზაიკას” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ბებია მოკლა.
მედიასაშუალების ცნობით, ეჭვმიტანილი 1988 წელს დაბადებული მამაკაცია. არსებული ცნობითვე, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.