LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები იწვის

179
კასპი ხანძარი

კასპში, რკონის ხეობაში შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები იწვის. ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ არის, რაც მსხვერპლის საშიშროებას გამორიცხავს. გაუმართავი გზის და მოყინული ასფალტის მიუხედავად, ადგილზე შესაბამისი ავტო-ტექსნიკაა მობილიზებული. ცეცხლის ჩაქრობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით 243 ხანძრის კერა დაფიქსირდა. აქედან, 232  ლიკვიდირებულია.

მეხანძრე-მაშველები ხანძარს 11 ლოკაციაზე აქრობენ – რა ვითარებაა რეგიონებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, რომ  მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ.

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g