LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატარის საგარეო უწყება: ისრელსა და „ჰამასს“ შორის ზავი პარასკევს დილის 7 საათზე ამოქმედდება

128
Capture

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა.

საზავო შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდება, ხოლო მძევლების გათავისუფლების პროცესი საღამოს 4 საათზე დაიწყება. ინფორმაცია ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ მძევლები და ომის ტყვეები აიყვანა

კატარის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ხვალ 16:00 საათზე ჰამასის“ მიერ აყვანილი 13 მძევალი გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიღწეული შეთანხმება ძალაში დღეს უნდა შესულიყო, თუმცა ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ შეთანხმების ამოქმედება პარასკევამდე გადაიდო. შეთანხმების ფარგლებში, „ჰამასი“ 50 მძევალს, ხოლო ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, პარალელურად კი ღაზაში ოთხდღიანი პაუზა იმოქმედებს.

ჯო ბაიდენი – „მჯერა, რომ “ჰამასის” მძევლების გათავისუფლება მოხდება.. გაძელით, ჩვენ მოვდივართ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები