LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კავკასიის რენესანსის დედაქალაქი” – უნგრული ELLE თბილისის შესახებ წერს

167
თბილისი

მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის ELLE-ს უნგრული რედაქცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმოგზაურეს.

პრესტურის ფარგლებში მომზადებული სტატია ქართულ სტუმარმასპინძლობას, მოდას, თბილისის ისტორიულ უბნებს, ბუნებას, კულტურას, მუზეუმებს, საგამოფენო სივრცეებსა და ქართულ სამზარეულოს ეხება.

„საქართველოს დედაქალაქში პეიზაჟები ყოველ წუთას იცვლება – თანამედროვე შენობების გვერდით აღმოაჩენთ შუასაუკუნეების, ძველი ქალაქის ქუჩებს, აქვეა საბჭოთა ეპოქის ბრუტალური ბეტონის კორპუსები. რელიგიური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, თბილისში ასევე აღმოაჩენთ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს, სომხურ, კათოლიკურ ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთს ერთ პატარა უბანში. ეს არის ქალაქი საოცარი ჰარმონიით, ამავდროულად უწესრიგობით, რომელიც რკინის ფარდის ჩამოხსნის შემდეგ მსოფლიოში საკუთარ წესრიგს ქმნის კრეატიულობით მოდის, გასტრონომიისა და ხელოვნების სფეროში. თბილისი მომხიბლავი ქალაქია, რომელიც უფრო სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ“, – წერს ELLE.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g