LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიის რომი – რას წერს ტელეგრაფი საქართველოს დედაქალაქის შესახებ?

319
Capture1

ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას აქვეყნებს და ტურისტებს აქ დასვენებისკენ მოუწოდებს:

მოგბეზრდათ ერთსა და იმავე ქალაქში დასვენება ? ესტუმრეთ თბილისს, საქართველოს უძველეს და ულამაზეს დედაქალაქს.

თუ შემოდგომაზე დასვენებაზე ფიქრობთ და თავში პირველი ბარსელონა ან ბერლინი მოგდით, შეგიძლიათ ამჯერად არჩევანი თბილისზე შეაჩეროთ.

“კავკასიის რომში” მოხვედრა უკვე ძალიან ადვილია, პირდაპირი ფრენა გეთვიკიდან კვირაში სამჯერ არის, გზას კი მხოლოდ 5 საათი სჭირდება.

თანამედროვე სასტუმროებმა, მაგალითად როგორიცაა “სტამბა”, ხელი შეუწყო თბილისს ტურისტებისთვის სასურველი ადგილი გამხდარიყო. შემოდგომაზე, ზაფხულთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ჯერ კიდევ მშვენიერი ამინდია და აღმოსავლეთიდან დასავლეთში მდებარე ქალაქში სტუმრობისთვის ნამდვილად კარგი დროა.

ადგილები, სადაც თბილისში სტუმრობისას შეძლებთ დარჩენას

“რუმსი” ფერადი, ბუტიკური სასტუმროა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელ სტამბაშია განთავსებული (ეს ნამდვილი სტამბაა). აქ ყველა დეტალს, იქნება ეს საკვები თუ დეკორაცია, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ის ყველაზე მოდურ სასტუმროდ მიიჩნეოდა, “სტამბა”-ს გახნსამდე. დიდებულ ხუთსართულიან შენობაში ყველანაირი ფუფუნებაა, სახურავზე შუშის აუზიდან დაწყებული დიდი კაფით დამთავრებული, სადაც უგემრიელესი ქართული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. აქ ასევე ნახავთ თანამედროვე ორსართულიან კაზინოს.

მცირე ბიუჯეტის მქონე მოგზაურებისთვის, ძალიან კარგია სასტუმრო “ლილე”. ოთახები აქ სუფთა და სტანდარტულია.

 ღირსშესანიშნაობები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ძველი ქალაქი გამორჩეულია თავისი მოედნების ლაბირინთით, ლამაზი ვიწრო ქუჩებითა და ხის სახლებით, ბოჰემური ბარებით, მიმზიდველი კაფეებით და უძველესი ქვის ტაძრებით. ასევე თავისი სილამაზით გამორჩეულია სიონის საკათედრო ტაძარი და მე-6 საუკუნის ანჩისხატის ბაზილიკა. ქალაქში ასევე ბევრი მაღაზიაა, სადაც ფერადი ხალიჩები იყიდება.

დედაქალაქს ქართლის დედა გადმოჰყურებს, ძეგლი ქალაქის 1500 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 1958 წელს აღიმართა.

ასევე ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც მე-4 საუკუნიდან არსებობს. აქ მოხვედრა რიყის პარკიდან, საბაგიროთია შესაძლებელი.

თუ თავს ენერგიულად გრძნობთ, გაისეირნეთ ძველ თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, აქედან  ფუნიკულიორის საბაგიროთი (დაიკავეთ წინა ადგილები საუკეთესო ხედისთვის) მთაწმინდის მთაზე მოხვდებით. აქ არის ქალაქის საუკეთესო პარკი, სადაც უამრავი ადგილია აჭარული ხაჭაპურის დასაგემოვნებლად.

 

აუციელებლად უნდა ნახოთ თვალისმომჭრელი მშვიდობის ხიდი – ხიდს ტალღოვანი ფორმა აქვს და მთლიანად შუშისაა. მისი არქიტექტორი მიშელ დე ლუჩია. ის 2010 წელს გაიხსნა და თბილისის სხვა ნაწილებისგან აშკარად განსხვავდება. ხიდი მდინარე მტკვრის დასავლეთ მხარეს, რიყის პარკთან აკავშირებს. პარკში საკონცერტო დარბაზსა და საგამოფენო ცენტრს ნახავთ. მისი დიზაინერი იტალიელი მასმილიანო ფუკასია.

უცნაური ფორმის კოშკი, რომელსაც ხშირად, როგორც გაბრიაძის საათს მოიხსენიებენ, ახალი დეტალია ქალაქში. ის 2010 წელის ცნობილმა რეჟისორმა რეზო გაბრიაძემ ააშენა. ყოველ საათში სიმბოლურად კარიდან ანგელოზი გამოდის.

თბილისის მთავარ ქუჩაზე – რუსთაველზე, ისეთ ბრენდებს ნახავთ, როგორიცაა “მაქს მარა” და “მასიმო დუტი”. მაღაზიები 10-დან 5 საათამდეა ღია. საუკეთესო დრო შოპინგისთვის აქ შაბათ-კვირაა. მშრალ ხიდზე ასევე ბაზრობაა, სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდის ადამიანებს გასაყიდად ძველებური საბჭოთა მედლები, ალბომები და სხვადასხვა ნივთები გამოაქვთ.

 

სასმელი, რომელიც დედაქალქში სტუმრობისას, აუცილებლად უნდა გასინჯოთ

ქალქი არ უნდა დატოვოთ ისე, რომ არ გასინჯოთ “ჭაჭა”, რომელიც ღვინის ნარჩენებისგან კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ 40-60 ალკოჰოლური გრადუსი აქვს ქართველები მას როგორც წყალს, ისე სვამენ. ჭაჭას გასინჯვას “ჭაჭა ტაიმში” გირჩევთ.

დღის დასასრულს ესტუმრეთ თბილისის კლუბებს: “ხიდს” (khidi.ge) და “ბასიანს” (bassiani.com). კლუბები საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ საფეხბურთო სტადიონზე მდებარეობს. ”ჩვენ ვცეკვავთ, ჩვენ ვიბრძვით” – “we dance, we fight” –  ამ კლუბების ცნობილი ლოზუნგია.

თუკი ამ ყველაფრის მონახულების შემდეგ დედაქალქში ყოფნისთვის, დამატებითი გაუთვალისწინებელი დრო დაგრჩებათ, დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ თბილისის დასავლეთ მხარეს მდებარე ქვაში ამოკვეთილი მონასტრის ვარძიის ნახვა, რომელიც მე-12  საუკუნეშია აგებული. ძველად აქ 30 000 ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ ახლა მხოლოდ 7 ბერი დარჩა, რომლებიც სტუმრებს საკუთარ სამონასტრო კომპლექსში მასპინძლობენ. აქ ნახავთ ორ სამლოცველო გამოქვაბულს, რომლის კედლებიც ხატებითაა გაფორმებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g