LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასუს მედიქალ იმპორტი – თქვენი საჭიროებების გამჭვირვალე გადაწყვეტილებები

685
მიხეილ კელენჯერიძე

არსებობს კომპანიები, რომელთა ოპერირებაც ბაზარზე, ინოვაციური და საიმედო სამედიცინო გადაწყვეტების მიმართ მოთხოვნის ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ისინი, ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და მომსახურების ხარისხის ამაღლებით, ხელს უწყობენ სამედიცინო დაწესებულებების უწყვეტ ფუნქციონირებას, რაც პირდაპირ აისახება პაციენტების მკურნალობის შედეგებზე. აქედან გამომდინარე, ასეთი კომპანია ხდება არა მხოლოდ მიმწოდებელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი კლინიკებისთვის. საქართველოს ბაზარზე ამ თვალსაზრისით გამორჩეულია „კავკასუს მედიქალ იმპორტი“, კვალიფიციური პერსონალისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც სამედიცინო პროდუქციის მიწოდებაზე ზრუნავს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით.

მიხეილ კელენჯერიძე, კომპანიის „კავკასუს მედიქალ იმპორტი“ დამფუძნებელი

– სამედიცინო ფიზიკის დოქტორი გახლავართ და 8 წელზე მეტია, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მიღებული განათლებით, მჭიდროდ ვარ დაკავშირებული სამედიცინო აპარატურის მიმართულებასთან. გარდა ამისა, 10 წელზე მეტია შესყიდვების მიმართულებით ვმუშაობ. ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მქონდა კლინიკებთან და ექიმებთან შეხება და სწორედ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე გამოიკვეთა გარკვეული სერვისების ნაკლებობა. ჩვენი კომპანია საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციურია სერვისების ფართო არჩევანიდან გამომდინარე. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული შესყიდვების აუთსორსინგია, რომელიც გულისხმობს კლინიკების და ექიმების მხარდაჭერას მათთვის საინტერესო პროდუქციის შესყიდვასა და მიწოდებაში, ასევე ტრენინგსა და სერვისულ მომსახურებას. ჩვენი ამბიცია მხოლოდ საქართველოს ბაზარზე პოზიციონირებით არ შემოიფარგლება, სურვილი გვაქვს და უკვე ვმუშაობთ კიდეც კავკასიის რეგიონში. ცოტა ხნის წინ უზბეკეთში ვიყავით, სადაც მჭიდრო ბიზნეს ურთიერთობები დავამყარეთ იქაურ კლინიკებთან და ექიმებთან.

– რა ვითარება გვაქვს ამჟამად ქვეყანაში სამედიცინო ტექნიკის ხარისხის თვალსაზრისით?

– ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი რომ გავცეთ, მნიშვნელოვანია შევაფასოთ, ზოგადად რას გულისხმობს სამედიცინო აპარატურის მიწოდება და რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ექიმის სურვილი, რა ტიპის აპარატი სურს, ასევე დამკვეთის შესაძლებლობები, რა ვადაში და რა ბიუჯეტით სურს, რომ ის იყოს შეძენილი. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი კეთდება პაციენტისთვის, ამიტომაც დაცული უნდა იყოს სათანადო პირობები და გარემო, რომ აპარატურა ეფექტურად მოემსახუროს ყველას. ანუ ეს არის კომპლექსური საკითხი და მულტიდისციპლინარულ ჩართულობას გულისხმობს. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენმა გუნდმა წლების განმავლობაში დააგროვა, საინჟინრო მიმართულებით იქნებოდა ეს თუ მომსახურების, გვაძლევს საშუალებას, მაღალი ხარისხით მივაწოდოთ სერვისები დამკვეთებს.

– შესაძლოა, კლინიკამ არ დაიშუროს თანხა გარკვეული დანიშნულების მაღალი ხარისხის აპარატურის შესაძენად, მაგრამ აღმოაჩინოს, რომ არ ჰყავს ამ აპარატურის სათანადოდ გამომყენებელი პერსონალი. ამ თვალსაზრისით რა ტიპის დახმარებას უწევთ დამკვეთებს?

– ჩვენთვის, მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებასთან ერთად, პრიორიტეტია დამკვეთზე ზრუნვა, მისთვის ცოდნის გადაცემა, იგივე აპარატის სწორი ინსტალირების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ტრენინგებს ვატარებთ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. გვყავს ისეთი მომწოდებლები, რომლებიც სამედიცინო პერსონალის გადამზადებას საკუთარ ლაბორატორიებში, საკუთარ სივრცეებში ამჯობინებენ.

– ძირითადად, სად იწარმოება ის სამედიცინო ტექნიკა და ტექნოლოგიები, რომლებსაც ქართულ ბაზარს სთავაზობთ?

– რაც შესყიდვებით ვარ დაკავებული, მსოფლიოს ყველა წერტილში მყოფ დილერებთან დავამყარე კონტაქტები, თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტული ქვეყნებია იაპონია, ევროპული ქვეყნები და ამერიკა. ჩვენ გვაქვს ერთგვარი გაერთიანება, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთში ვაზიარებთ ინფორმაციას სხვადასხვა აპარატის შესახებ, რომელია უფრო ეფექტური, რა გამოწვევები შეიძლება გვქონდეს და როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება სამედიცინო პერსონალს სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენების თვალსაზრისით. ანუ დამკვეთებს ჩვენ მიერ აკუმულირებულ ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებთ.

– სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების წარმოების თვალსაზრისით რომელია მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა?

– სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებაა განვითარებული. მაგალითად, ამერიკა ექოსკოპიის აპარატების მწარმოებელი ბრენდებით ლიდერობს. სხვათა შორის, ბოლო დროს სამედიცინო ტექნოლოგიების ბაზარზე ჩინეთი და ინდოეთი დაწინაურდა.

– როგორ მყარდება პარტნიორული ურთიერთობა თქვენსა და დამკვეთს შორის?

– ჩვენ გვიკავშირდებიან როგორც ექიმები, ასევე კლინიკების მფლობელები. უპირველესად, ვეცნობით, რომელი ბრენდის რა მოდელი აქვთ შერჩეული და ვცდილობთ, მათ მოთხოვნებს ჩვენი სერვისები მოვარგოთ – საკმარისი იქნება ადგილზე არსებული მარაგის გამოყენება, თუ დადგება აპარატურის გამოწერის საჭიროება. პროექტს ორიოდე დღის ვადაში ვამუშავებთ და შემდეგ კონკრეტულ ვარიანტებს ვაწვდით დამკვეთს, ერთად განვიხილავთ ვადების თემასაც. მოწოდება ხანს სწრაფია, ხან ხანგრძლივი, რადგან ის ანაზღაურების ფორმაზეა დამოკიდებული. მაგალითად, საჰაერო გადაზიდვა უფრო ძვირადღირებულია, საზღვაო გადაზიდვა კი უფრო ბიუჯეტური. იქიდან გამომდინარე, რა საჭიროება აქვს დამკვეთს, თავად წყვეტს, გადაიხადოს მეტი და მიიღოს პროდუქცია მალე, თუ შეუძლია დაელოდოს და უფრო ნაკლები გადაიხადოს.

– იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ბაზარს სთავაზობთ ისეთ პროდუქციას, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ არის ხელმისაწვდომი და არც იაფია, როგორ საფასო პოლიტიკას აწარმოებთ?

– მიუხედავად იმისა, რომ ფასების მხრივ კარგი ნიშა გვაქვს დაკავებული, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ბაზარზე ყოფნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელმისაწვდომი ფასებით, არამედ იმ მხარდაჭერით, რომელსაც სამედიცინო პერსონალის მიმართ ვიჩენთ. იქიდან გამომდინარე, რომ შეთავაზებას შესყიდვების აუთსორსინგით ვახორციელებთ, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მინიმალურ ფასებში პრემიუმ ხარისხის ბრენდები შევთავაზოთ ქართველ დამკვეთებს.

– თუ სთავაზობთ ბაზარს ისეთ სამედიცინო ინვენტარს, რომელიც რიგითი მომხმარებლისთვისაც შეიძლება იყოს საინტერესო?

– დიახ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი პაციენტის საწოლია, რომელიც მუდმივად გვაქვს ადგილზე. თუკი ვინმეს ოჯახში მწოლიარე პაციენტი ჰყავს, მიწოდების უმოკლესი ვადებით ვემსახურებით ჩვენთან დაკავშირების შემდეგ და დეტალურად ვაცნობთ ამ საწოლის ფუნქციონალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g