LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეფირი და იოგურტი სასარგებლოა ბავშვებისთვის, ის კალცის წყაროა და თან ძალიან გემრიელია – ექიმი კომაროვსკი

233
doctorkomarovski

უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ფორუმზე შემოსულ კითხვებს პასუხობს. მშობლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, სასარგებლოა თუ არა იოგურტი და კეფირი, ექიმი განმარტავს:

„დიახ, სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც რძის პროდუქტებშია, კარგია. ადამიანის ორგანიზმში ბევრი საჭირო და კარგი ბაქტერიაა, კუჭ-ნაწლავში ისინი ქმნიან ფლორას. ისინი უზრუნველყოფენ ტოქსინებისგან ორგანიზმის გათავისუფლებას, რასაც კარგი იმუნიტეტის წინაპირობაა. პროდუქტები, სადაც შედის რძის ცილის ბაქტერიები, გადასარევი პროფილაქტიკაა. ის კალცის წყაროა და თან ძალიან გემრიელია.

გარდა ამისა, ექიმი ამბობს, რომ ეს პროდუქტები გარკვეულწილად ახდენს ალერგიული დაავადებებისა და აუტოიმუნური პათოლოგიების პრევენციასაც, თუმცა აქ იდეალური მაინც დაბალანსებული სწორი კვებაა. „ორივე ხელთ ვემხრობი, ისინი ძალიან სასარგებლოა“ – დასძენს ექიმი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g