კეიტ მიდლტონი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია, თუმცა, როგორც ჩანს, პირველობას ის ყველაფერში ვერ ინარჩუნებს. სააგენტომ Press Association ჩაატარა გამოკითხვა და ოჯახის წევრების რეიტინგი გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ელიზაბეტ მეორის მიერ გაცემული დავალებებიდან, რაც ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრებას გულისხმობს, მიდლტონმა წლის მანძილზე მხოლოდ 39 მათგანი შეასრულა. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ კეიტს ორი გამართლება აქვს – პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა.
ამ მხრივ პირველ ადგილზე ელიზაბეტ მეორეს ქალიშვილი, პრინცესა ანა იკავებს, რომელიც ცნობილია შრომისმოყვარეობითა და ენერგიულობით, რაზეც ბრიტანელები ზედმეტსახელად უწოდებენ „საუკეთესო დედოფალს, რომელიც არასოდეს ეყოლებათ“. მის მიერ შესრულებული ვალდებულებების რიცხვი წელს 114-ით განისაზღვრა.

მეორე ადგილზე პრინცი ჩარლზი იმყოფება 93 შესრულებული დავალებით, მას პრინცი ენდრიუ (71) და პრინცი ედვარდი (55) მოჰყვებიან. მეხუთე ადგილს პრინცი ფილიპი (51) იკავებს, მეექვსე პოზიციაზე კი ჰერცოგინია კამილა პარკერი (51) განთავსდა. მეშვიდე ადგილზე თავად დედოფალი ელიზაბეტ მეორე (50) იმყოფება.

ბოლო ადგილებზე პრინცები უილიამი და ჰარი (46) და კეიტ მიდლტონი (39) განთავსდნენ.