LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტ მიდლტონსა და პრინც უილიამს მესამე შვილი სურთ

115

კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი ევროპული ტურნეს ფარგლებში პოლონეთს ესტუმრნენ, სადაც სპეციალურად მათთვის დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრნენ. ევროპულ ტურნეში იმყოფებიან მათი შვილებიც – პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა.

მიღების დროს ქვეყნის პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან შეხვედრაც შედგა, სადაც მიდლტონმა კიდევ ერთი შვილის ყოლის სურვილი გამოთქვა.

„მეტი შვილი უნდა გვყავდეს“ – მიმართა კეიტმა მეუღლეს.

შეგახსენებთ, რომ ტახტის მემკვიდრე – ჯორჯ ალექსანდრ ლუი, ქვეყანას 2013 წლის 22 ივლისს მოევლინა, ხოლო 2015 წლის 2 მაისს შარლოტა ელიზაბეტ დიანა დაიაბდა.