როგორც ჩანს, დიდ ბრიტანეთში აცივდა, 43 წლის კეიტ მოსმა კი გათბობა ყველა საშუალებით სცადა, თუმცა ისე, რომ სტილისთვის ზიანი არ მიუყენებია. მოდელმა ახალი ძაღლი შეიძინა და ლონდონის ქუჩებში მასთან ერთად გამოჩნდა.
სასეირნოდ მოსმა მყუდრო საშემოდგომო სტილი აირჩია. კეიტმა თავისი საყვარელი შავი ვიწრო ჯინსი, ნაზი ცისფერი სვიტერი და ქვიშისფერი ხელთათმანი ჩაიცვა. გარეგნობა 80-იანი წლების სტილის ჩექმით, ცისფერი ჩანთითა და სათვალით დაასრულა.
ლეკვი კეიტისთვის პირველი არ არის. მოდელს სტაფორდშირული ბულტერიერი არჩი ყავს, რომლიც მისმა ყოფილმა მეუღლემ, ჯეიმი ჰინსმა მიიყვანა. განშორების შემდეგ კი მეუღლეები რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდნენ, თუ ვის დარჩებოდა არჩი, საბოლოოდ ის კეიტმა დაიტოვა.


