LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტ მოსის ულამაზესი ქალიშვილი ლილა, რომელსაც ბავშვობიდან დიაბეტი აქვს, წითელ ხალიჩაზე „ფენდის“ ულამაზეს კაბაში ბრწყინავდა

279
კეიტ-&-ლილა-მოსი

90-იანი წლების სუპერმოდელი კეიტ მოსის „მეტ გალას” მოდურ ღონისძიებას ამჯერად ქალიშვილთან, ლილა მოსთან ერთად დაესწრო. 49 წლის კეიტი და 20 წლის ლილა წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდნენ ვარდისფერ კაბებში. კეიტმა არჩევანი ატლასისა და ბეწვის კომბინაციაზე გააკეთა, ხოლო ლილამ ბეწვის კაბაზე ულამაზესი ქამრით. ორივე კაბა „ფენდის“ უახლესი კოლექციიდან იყო შერჩეული.

ლილა მოსის ყოველი გამოსვლა წითელ ხალიჩაზე ნამდვილი დღესასწაულია. გოგონა, რომელსაც ბავშვობიდან დიაბეტი აქვს, მოდის სამყაროში ყველა სტანდარტს არღვევს. ის 2018 წელს „პარიზის მოდის კვირეულზე” ინსულინის პომპით გამოვიდა პოდიუმზე, მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო „კელვინ კლაინის” ჩვენებაში, ის „ივ სენ ლორანის“ კეთილი ნების ელჩად აირჩიეს. ლილა უდიდესი მოტივატორია ყველა ბავშვისთვის, ვისაც ტიპი ერთი დიაბეტი აქვს. ის ამტკიცებს, რომ ნებისმიერი დაავადების მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობები, არ არსებობს.

კეიტ მოსი წვეულებაზე „შიშველი” კაბით მივიდა

19 წლის მოდელი ლილა მოსი, რომელსაც ბავშვობიდან დიაბეტი აქვს, ,,ტომ ფორდის” ჩვენებაზე ინსულინის ტუმბოთი გამოჩნდა

„დიაბეტი მაქვს, ამიტომ ჩანთა შაქრის საზომით და ინსულინით, სულ თან დამაქვს“ – 19 წლის მოდელი ლილა მოსი, რომელმაც პოდიუმები დაიპყრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g