ოსკარზე ნომინირებული მსახიობი, სილვესტერ სტალონე და კეიტლინ ჯენერი დიდი ხნის ნაცნობები არიან. სტალონე ჯერ კიდევ მაშინ მეგობრობდა ჯენერთან, როცა ის აქტიურად იყო გატაცებული სპორტით. ამჯერად კი ძველი მეგობრები ერთმანეთს ბევერლი-ჰილზში, გრემის პრე-წვეულებაზე შეხვდნენ. კეიტლინი ყურადღებას იქცევდა ელეგანტური შავი კაბით. მას არ ეცვა ბიუსტჰალტერი, რაც კიდევ უფრო სექსუალურს ხდიდა ყოფილ ოლიმპიურ ჩემპიონს.
სილვესტერ სტალონემ და კეიტლინ ჯემერმა დიდხანს ისაუბრეს და ერთობლივი ფოტოც გადაიღეს. ინტერნეტში მალევე მოხვდა მეგობრების ძველი ფოტო, გადაღებული 2005 წელს. რაც ეხება ჯენერს, ის მთელი საღამოს მანძილზე ცდილობდა მიექცია საზოგადოების ყურადღება. მან არაერთი სელფი გადაიღო წვეულების სტუმრებთან, მათ შორის იყო ოსკარის წლევანდელი წამყვანი, კრის როკიც.