LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ჩავიდა

77
BeFunky-collage (11)

აშშ-ის ელჩი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.

კელი დეგნანის განცხადებით, ვიზიტის მეშვეობით საკუთარი თვალით იყო შესაძლებელი იმ საზიანო გავლენის ხილვა, რომელიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე მიმდინარე ოკუპაციას აქვს. ამასთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა.

რუხის საავადმყოფოში ელჩმა სამედიცინო პერსონალისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ეხმარება მათ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი სამეგრელოსა და აფხაზეთიდან COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში.

“ასევე, ელჩი დეგნანი რუხის საჯარო სკოლაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგან მოისმინა, როგორ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, მუშაობასა და სწავლაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთის შეზღუდვები”, — ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრისას ელჩმა რეგიონის უნიკალური გამოწვევები განიხილა.

საელჩოს ცნობით, დეგნანმა, აგრეთვე, აფხაზეთში მაცხოვრებელთათვის აუცილებელი მომსახურების გასაწევად ჰუმანიტარული დერეფნის მნიშვნელობასა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა მხარდასაჭერად შეერთებულ შტატებთან სამომავლო თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებზე ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g