LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: „მთავრობას შეუძლია, სწრაფად განახორციელოს ცვლილებები, აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში“

121
BeFunky-collage (5)

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა  ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომდევნო ექვსი თვე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და დასაკარგი დრო არ არის.

დეოლიგარქიზაცია, კორუფცია, პოლარიზაცია -12 პირობა, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს მოსთხოვა

მისივე თქმით, “აშშ მზად არის, ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს ​საქართველოს რეფორმების განხორციელებაში”.

„ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია, სწრაფად განახორციელოს კანონმდებლობა, სწრაფად მიიღოს კანონები. მაგალითად, როგორც ვნახეთ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის გაუქმება, ასევე სხვადასხვა კანონის დაჩქარებული წესით მიღება. მას ნამდვილად შეუძლია, სწრაფად განახორციელოს ეს ცვლილებები.

ქართველ ხალხს აქვს ამ ცვლილებების სურვილი და არსებობს მზაობა ამისთვის. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, რომ ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს ​საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში.

ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ შემდგომი ექვსი თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და არ არის დასაკარგი დრო.

მე ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ასევე, მთავრობაში ბევრს სურს აღნიშნული რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g