დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია – კენჭისყრის შედეგად პოსტზე კანდიდატებად რიში სუნაკი და ლიზ ტრასი დარჩნენ.
“მადლობა და Hasta la Vista, Baby!” – ბორის ჯონსონის გამოსამშვიდობებელი სიტყვები პარლამენტში
BBC-ს ცნობით, ლიზ ტრასს 113-მა კონსერვატორმა დეპუტატმა მისცა ხმა, რიში სუნაკს კი – 137-მა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.
22 ივლისიდან კი პარტიის ახალი ლიდერის არჩევაში ქვეყნის კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნიდან ფოსტის საშუალებით მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერის რანგში, ბორის ჯონსონმა პარლამენტის ტრიბუნიდან პოლიტიკოსებს ბოლოჯერ მიმართა.
“ჩვენ დავეხმარეთ, მე დავეხმარე ამ ქვეყანას პანდემიის გადალახვაში და სხვა ქვეყნის გადარჩენას ბარბაროსებისგან და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს საკმარისია გასაგრძელებლად. მისია დიდწილად შესრულდა…
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ აქ ყველას და “Hasta la vista, baby”, – განაცხადა ჯონსონმა.
ჯონსონი გადადგა, რუსეთი ხარობს – რა მოხდა რეალურად და რა შეიცვლება უკრაინასთან მიმართებაში