Victoria’s Secret-ის მოდელი კენდის სვეინპოლი, რომელიც დედა ცოტა ხნის წინ გახდა, იმ დედების ჯგუფს შეუერთდა, რომელიც ახალბედა მშობლებს ბუნებრივი კვებისკენ მოუწოდებს. ლამაზმანმა „ინსტაგრამზე“ აღნიშნული პროცესის ამსახველი ფოტო გააზიარა და განაცხადა, რომ მცდარია მიდგომა, როდესაც ქალებს ერიდებათ ბავშვის გამოკვება საზოგადოებრივ ადგილებში.
„ძუძუთი კვება არ არის ეროტიული პროცესი. მას, ვისაც ჰგონია, რომ საზოგადოებაში საკუთარ შვილს ბუნებრივად არ უნდა აჭამოს, უმჯობესია კარგად გაერკვეს ყველა დეტალში”-აცხადებს მოდელი.
შეგახსენებთ, მსგავსი მოწოდებებით უკვე გამოდიოდნენ ლივ ტაილერი, ოლივია უაილდი და სხვა ცნობილი ქალბატონები.