LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერის American Idol-ში ჯენიფერ ლოპესი ჩაანაცვლებს

793
Untitled

American Idol-ის მომავალი სეზონის მესამე ჟიურის სკამი, ამ დრომდე ვაკანტურია. მას შემდეგ, რაც 7 წლის შემდეგ, კეტი პერიმ პროექტი დატოვა, ქსელში აქტიურად ისმის შეკითხვა, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას. ინტერნეტში უკვე განიხილავენ სავარაუდო კანდიდატებსაც, რომელთა შორის, ჯენიფერ ლოპესის სახელიც მოხვდა.

კეტი პერიმ American Idol დატოვა – მომღერალმა გამოსამშვიდობებელი პერფორმანსისთვის გიგანტური კაბა მოირგო, რომელიც ნუცა ბუზალაძის ფოტოთი იყო გაფორმებული

ინსაიდერის თქმით, ჯეი ლო შეთავაზებას სიამოვნებით მიიღებს და მზად არის გვერდი დაუმშვენოს ლაინორლ რიჩსა და ლუკ ბრაიანს.

ცნობისთვის, სხვადასხვა დროს, ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით, American Idol-ის ხუთი სეზონი შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები