59 წლის კევინ სპეისი მის გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ვიდეორგოლში სახელწოდებით Let me be Frank, სადაც „ბანქოს სახლიდან“ საკუთარი გმირი, ფრენკ ანდერვუდი განასახიერა. მსახიობმა გულახდილად ისაუბრა იმაზე, რატომ მიატოვა კინოკარიერა და გააკრიტიკა მოძრაობა სახელწოდებით Me Too: „ვიცი, რომ გინდათ დავბრუნდე. ვიცი, რომ ბევრმა დაიჯერა ყველაფერი და ელოდა, როდის ვაღიარებდი. მათ უნდოდათ მეთქვა, რომ ყველაფერი სიმართლეა და მე მივიღე ის, რაც დავიმსახურე. ასე მარტივი არაა ყველაფერი, არ პოლიტიკაში, არც ცხოვრებაში“ – ამბობს სპეისი.
ამ დროისთვის სასამართლო დავები კევინ სპეისის წინააღმდეგ გრძელდება. 7 იანვარს მსახიობი სასამართლოს წინაშე წარსდგება. მას ტელეწამყვან ხიზერ უნრუს სარჩელზე მოუწევს პასუხის გაცემა. წამყვანი ამტკიცებს, რომ სპეისიმ 2016 წელს მისი 18 წლის შვილზე ძალადობა სცადა.