LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: „2012 წელს თუ 20 ლიტრი საწვავის შეძენა შეიძლებოდა 39 ლარად და 50 თეთრად, ადამიანებს დღეს 62 ლარის გადახდა უწევთ – რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება?“

139
ლევან ხაბეიშვილი - საწვავის ფასი

„2012 წელს თუ 20 ლიტრი საწვავის შეძენა შეიძლებოდა 39 ლარად და 50 თეთრად, ადამიანებს დღეს უწევთ 62 ლარის გადახდა. ხალხს აქვს მარტივი შეკითხვა – რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება და რატომ იხდიან ადამიანები საწვავში იმაზე უფრო მეტს, ვიდრე იხდიდნენ ოდესმე?“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, „საქართველომდე საწვავი ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს, მაგრამ ფოთიდან, ბათუმიდან სანამ ბენზინგასამართ სადგურებზე გადანაწილდება, ამ თანხას აორმაგებენ“.

ვაშაძე: „ირაკლი კობახიძისგან და მთლიანად ივანიშვილის პარტიისგან მაინტერესებს პასუხი, რა შექმენით, რა გააკეთეთ ისეთი, რომ საქართველოში ყველაზე ძვირი ფასებია?“

„20 ლიტრში რომ 62 ლარს გადაიხდით, ზუსტად იმავე 20 ლიტრის შეძენა შესაძლებელი იყო 39 ლარად და 50 თეთრად 2012 წელს და რომ არ თქვან, 2012 წელს რატომ ადარებენო, მარტივი რამე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას – საქართველომდე საწვავი ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს (დღევანდელი ფასით მსოფლიო ბირჟაზე), მაგრამ ფოთიდან, ბათუმიდან სანამ ბენზინგასამართ სადგურებზე გადანაწილდება, ფაქტობრივად, ამ თანხას აორმაგებენ, ამიტომ შეკითხვა გვაქვს და უნდა უპასუხონ ხალხს – რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება და მათ შორის ადამიანები რომ ასხამენ საწვავს, ბენზინი იქნება თუ დიზელი, რატომ იხდიან უფრო მეტს, ვიდრე ოდესმე იხდიდნენ?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„პრო­დუქ­ტებ­ში, რა­შიც 6-7 წლის წინ დი­ა­სახ­ლი­სი 55-60 ლარს გა­და­იხ­დი­და, დღეს, 109 ლარს იხ­დის“ – ლევან ხაბეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g