„ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც მან ხელვაჩაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გეგმისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.
„საბანკო ოლიგარქია, „მაფია“, რომელიც ფაქტობრივად, ჟარგონად რომ ვთქვათ, „წეწავს ხალხს“. ეს აწუხებს ხელვაჩაურის მოსახლეობას. დაბალი ანაზღაურება, დაბალი ხელფასები, დაბალი შემოსავალი, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, ათი მეტრი ხიდი ვერ გააკეთეს ბათუმისა და ხელვაჩაურის დამაკავშირებელი.
„რეგიონებში ჩამოყალიბდება ლოჯისტიკური ცენტრები, იქნება რეგიონული შეხვედრები და საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მიზანიც საზოგადოების გაერთიანება იქნება“.
ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის
უკიდურესად სერიოზული პრობლემები აქვს ადგილობრივებს და ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკა.
ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქში, რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“.
მესმის, რომ შეიძლება ბრუტალურად ჟღერს, მაგრამ დიახ, გვჭირდება დიდი მობილიზება იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
