ხაჭოს ნებისმიერი წონაში დასაკლები დიეტის მენიუში ღირსეული ადგილი უჭირავს. მასში დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტებია და ფერმენტები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ხაჭოში შემავალი კალციუმი ამაგრებს ძვლებს, ფრჩხილებს, კბილებს, თმა უფრო სქელი და მოცულობითი ხდება.
თუ ხაჭოს დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ძალიან ბევრი წყლის მიღება მოგიწევთ. ჰიდრობალანსი რომ დაცული იყოს, დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ.
დიეტის დროს უნდა მიიღოთ საშუალო ცხიმიანობის ხაჭო. ზედმეტად ცხიმიანი ხელს შეუშლის კალორიების დახარჯვას, დაბალი ცხიმიანობის კი მნიშვნელოვანი საკვები დანამატების გარეშე დაგტოვებთ. თუ დიეტაზე არ ხართ, ხაჭოს მიღება დილით უკეთესია, საღამოობით კი კალციუმსს ორგანიზმი უკეთესად 18 საათის შემდეგ აითვისებს.
გთავაზობთ ხაჭოს დიეტის რამდენიმე ვარიანტს :
დიეტა 1
500 გრამი ხაჭო და 500 მლ კეფირი გაყავით 5 პორციად. შუალედებში დალიეთ ბევრი წყალი, მწვანე ჩაი, კენკროვანი ხილის ნაყენი. აღნიშნული დიეტით დაიკლებთ 5 კგ-მდე 3 დღეში.
დიეტა 2
დღეში ხუთჯერ მიირთვით ასი გრამი ხაჭო თხილთან, ნიგოზთან, კენკროვან ხილთან ან თაფლთან ერთად. დიეტა გრძელდება 3-დან 5 დღემდე.
დიეტა 3 :
დილით შეგიძლიათ მიირთვათ შვრიის ფაფა, ერთი ნაჭერი მოხარშული უცხიმო ხორცი, ბოსტნეული, ჩაი, თაფლი.
სადილზე – ხაჭოს ულუფა, ან ნებისმიერი დიეტური საკვები, რაც ხაჭოთია დამზადებული + ხრაშუნა შვრიის პური.
ვახშმად – იგივე, რაც სადილზე, თუმცა ხრაშუნა პურის გარეშე. შეგიძლიათ მიირთვათ ხილიც.