LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

112

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი, დაახლოებით, 10 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. გამგებლის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო კახოიძემ აცხადებს რომ ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.

„ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ამ წუთებშიც ვცდილობთ. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, რეინჯერები, პოლიციელები და ადგილობრივები, კერას სხვადასხვა მხრიდან ვუვლით. ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, ბევრია წაქცეული და გამხმარი ხე და ადვილად ალდება. ხანძრის ჩასაქრობად ჯერჯერობით არასაკმარისი ძალები გვყავს“, – განაცხადა ლადო კახოიძემ.

ორი ვერტმფრენი ამ დროისთვის შილდისა და ართანის ტყის ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს, სადაც ასევე ცეცხლის კერა ფიქსირდება.

თელავის მუნიციპალიტეტში კი კოხტას მთაზე, ხანძარს ორი ირანული ვერტმფრენი აქრობს, ხოლო ქართული ვერტმფრენი მთა-თუშეთში გაემგზავრა. კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით გამომდინარე რელიეფიდან, ირანული ვერტმფრენები თუშეთში მუშაობას ვერ შეძლებენ, ამიტომ იქ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ კოხტას მთაზე, ასევე თუშეთში, სოფელ ხახაბოს თავზე ხანძარი დღეს გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები