LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხი ფეიენოორდს ვერ ნახავს: უეფამ დინამოს მაყურებელზე უარი უთხრა

412
file

უეფამ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და როტერდამის „ფეიენორდთან“ მატჩი „დინამო არენაზე“ გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის.

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის „დინამოს“ აპელაცია არ დააკმაყოფილა.
გარდა ამისა, ფინანსური სასჯელის სახით თბილისურ კლუბს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა და თან ვალდებულია, ტრიბუნებზე გამოფინოს ბანერი – #equalgame.

შეგახსენებთ, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ გულშემატკივრების სექტორში გამოფენილი ბანერი გახდა, რომელზეც, უეფას სადისციპლინო კომიტეტის წევრების აზრით, ფაშისტური სიმბოლიკა იყო.

„დინამოში“ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რადგან ასეთი ბანერი ფანებს აქამდეც არაერთხელ გამოუფენიათ და ამის შესახებ შენიშვნა არასოდეს მიუღიათ. ბანერზე გამოსახული „1988“ აღნიშნავს თარიღს, როცა „დინამოს“ ფანკლუბი გუნდთან ერთად საგარეო მატჩზე პირველად გაემგზავრა. „88“ ნეონაცისტური სიმბოლოს (ლათინური ანბანის ასოები – HH, ანუ Heil Hitler) მიამსგავსეს, რადგან ციფრები 1 და 9 პატარა შრიფტით წერია. ჩვენმა გულშემატკივრებმაც ფაშისტური სიმბოლოების გამოყენება კატეგორიულად უარყვეს.

15 აგვისტოს „დინამო“ უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას თბილისში გამართავს. „დინამო არენაზე“ „ფეიენოორდთან“ მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

შეხვედრას გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 34 წლის საშა შტიგემანი გახლავთ. უეფას დელეგატი არიელ კენეტ შიმანი ისრაელიდან გახლავთ, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი ჩეხი მიროსლავ ლიბა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები