თბილისელების უმეტესობას გვიან ღამით გადაადგილება უჭირს. სწორედ ამიტომ გამოკითხულთა ნაწილი ავტობუსების განგრიგის გადახედვას და ცვლილების შეტანას ითხოვს. მათი აზრით, დედაქალაქის მერიას ახალი ავტობუსების დამატების შემდეგ ამის საშუალება ექნება. თავად მერიაში აცხადებენ, ავტოპარკის განახლებამდე ამ სახის ცვლილება არ მოხდება.
ამ სახის ცვლილებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2014 წელს მიდიოდა. მაშინ თბილისის მერიის სამსახურის ოფროსი აკაკი ჯოხაძე აცხადებდა, რომ ავტობუსების განრიგი უკვე შემუშავებულია. ”საღამოს 11 საათზე, გარდა სოფლის მარშრუტებისა, ყველა ბოლო გაჩერებიდან ავტობუსი გამოდის, ანუ კეთდება ე.წ საგარანტიო გასვლა. ”
ამ თემასთან დაკავშირებით ამ დროისთვის მერიაში ასეთ განცხადებას აკეთებენ: ”ჯერჯერობით ცვლილება არ იქნება, ვიდრე ავტოპარკი არ განახლდება, სანამ ახალი ავტობუსები არ შემოვა, სავარაუდოდ, ვერაფერს შევცვლით. ეს არის კომპლექსური საკითხი.”
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის ავტოპარკის გასაახლებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად მოხდა დოკუმენტაციის მომზადება. ”საწყის ეტაპზე შემოვა 150-ზე მეტი ახალი ავტობუსი, სავარაუდოდ, ეს ზაფხულის პერიოდში მოხდება. რაც შეეხება უკვე არსებულ ავტობუსებს, ისინი ეტაპობრივად ჩანაცვლდება” – აღნიშნავენ მერიაში.
იხილედ ვრცლად: www.resonancedaily.ge