LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხმა გადაწყვიტოს, ვიმსახურებ თუ არა ფინალში ყოფნას! მუდამ მეყვარებით!“ – ნინი ბრეგვაძის ემოციური მიმართვა გულშემატკივრებს

508
BeFunky-collage (6)

შტატებში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი ნინი ბრეგვაძე სასცენო სახელით ცნობილი, როგორც Nini Iris, ამერიკული The Voice-ის ნახევარფინალში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ნინიმ სიმღერა „No Time To Die“ შეასრულა და კიდევ ერთხელ დაიმსახურა ჟიურის წევრების ემოციური შეფასება.

ვიდეო: „ეს იყო დაუჯერებელი“ – ნინი ბრეგვაძემ The Voice-ის ნახევარფინალში ფურორი მოახდინა: ნახეთ, როგორ შეაფასა ჟიურიმ მისი გამოსვლა

გარდა ამისა, ქართველი მუსიკოსი სხვა კონკურსანტებთან ერთადაც შთამბეჭდავად წარდგა სიმღერით „Don’t Blame Me!“.

ვიდეო: ნინი ბრეგვაძის მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა The Voice-ის ნახევარფინალში და ფეხზე წამომდგარი ჟიური

ფინალში მოსახვედრად ნინის ხმები და მხარდაჭერა სჭირდება, რისთვისაც ამერიკაში მცხოვრები ქართველები ყველაზე მეტად უნდა გაერთიანდნენ.

როგორ არის შესაძლებელი ნინი ბრეგვაძის ამერიკის The Voice-ის ფინალში მოსახვედრად ხმის მიცემა

სანამ ხმების შედეგები გახდება ცნობილი, ნინი ბრეგვაძე საკუთარი გამოსვლის კადრს აზიარებს ფეისბუკგვერდზე და გულშემატკივრებს ემოციურ პოსტს უძღვნის.

„საოცარია, რამდენად კარგად გაიცნო ხალხმა ჩემი არტისტულობა! მადლობა ყველა გულშემატკივარს, იმისთვის, რომ ეს საოცარი სიმღერა აირჩიეს ჩემთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. არ შემიძლია ემოციური არ ვიყო, განსაკუთრებით ამ პერფორმანსის შემდეგ!

ხალხმა გადაწყვიტოს, ვიმსახურებ თუ არა ფინალში ყოფნას!

მუდამ მეყვარებით!“, – წერს ნინი ბრეგვაძე.

ვიდეო: „მან ეს შეძლო“, „რა მაგარია“ – ნახეთ ნინი ბრეგვაძისა და ნაილ ჰორანის გულწრფელი ემოციები, მას შემდეგ რაც, ნინის ნახევარფინალში გადასვლის ამბავი გაიგეს
„ნინი ნახევარფინალში ამერიკამ და ამერიკელებმა გადაიყვანა, დიდი შანსი აქვს გაიმარჯვოს“ – ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

ნინი ნახევარფინალში, 9 საუკეთესო მონაწილეთა შორის, The Cure-ის 1989 წლის ჰიტის Love song შესრულებით მოხვდა. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუსიკალური გამოცემა „ბილბორდი“ ნინი ბრეგვაძის The Voice-ში გამოსვლას ფენომენალურს უწოდებს: „ძნელია აჯობო რობერტ სმიტს, მაგრამ ნინიმ ეს შეძლო.

„ძნელია, გადაუსწრო რობერტ სმიტს, მაგრამ ნინიმ ეს შეძლო“ – „ბილბორდი“ ნინი ბრეგვაძის შესრულებას საუკეთესოს უწოდებს

ვიდეო: „შენ საუკეთესო ტალანტი ხარ ამ კონკურსში..“ – როგორ შეაფასა ჟიურიმ ნინი ბრეგვაძის გამოსვლა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები