თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„ხალხო, სასწრაფოდ! ყველა, ვისაც შეგიძლიათ, თემქაზე, წერეთლის მონუმენტის მიმდებარედ, უკან, ირგვლივ! გავიდეთ ყველა!“,- წერს ირმა მალაციძე ფეისბუქში.
პროფესორ გიორგი გახელაძეს კვლავ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცვლებთან ერთად მოქალაქეებიც მონაწილეობენ.