ბათუმში, “ოცნების ქალაქში”, ორი სახლი იწვის. ინფორმაციას batumelebi ავრცელებს.
თვითმხილველის ინფორმაციით, ადამიანებმა სახლებიდან გამოსვლა მოახერხეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს სახანძრო სამსახური. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს.