ხაშურში, სოფელ მიწობთან, ხანძარია.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მთაზე ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს უკიდია. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გავრცელების არეალი.
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე უკვე იმყოფებიან სახანძრო ბრიგადები.
