LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი საბერძნეთში ტყეში – დაიღუპა 24, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი

84

ხანძარი საბერძნეთში ტყეში – დაიღუპა 24, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულთაგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის 16 მცირეწლოვანი ბავშვია. 10 ტურისტი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ახლა მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსხვერპლის დიდი ნაწილი დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარე კურორტ მატიდან არის. სტიქიის სწრაფად გავრცელების გამო, მათ სახლებისა და ავტომობილების დატოვება ვერ მოასწრეს.

სტიქიამ უკვე გაანადგურა ასობით საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამასთან, მთავრობამ სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტერიტორიის დატოვების რეკომენდაცია გასცა. სტიქიის ზონაში შეწყვეტილია საავტომობილო მიმოსვლა.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა ათენთან სტიქიის გამო ბოსნიაში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. პოლიტიკოსმა შექმნილ ვითარებას „უკიდურესად რთული“ უწოდა. ციპრასის განცხადებით, ტყის ხანძართან საბრძოლველად საგანგებო სამსახურის ყველა თანამშრომელია მობილიზებული.

ათენთან ცეცხლს ასობით მეხანძრესთან ერთად სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეებიც ებრძვიან. სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი სტიქიის ლოკალიზებისთვის დახმარებას ევროპულ სახელმწიფოებსაც სთხოვს.

ამ მომენტისთვის საბერძნეთის ტყეში ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g