“თბილისი-რუსთავის გზაზე ხანძარი ლოკალიზებულია,” – ამის შესახებ სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლედი ოქროპირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დამწვარია 500 კვ.მ. ფართობი. ცეცხლი გამხმარ ბალახს და რამდენიმე ბუჩქს წაეკიდა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.